„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
როგორ დავიცვათ თავი სტუმრიანობისას ნეგატიური ენერგიისგან - ამ თემაზე, ეზოთერიკოსი, გოგა მანია საუბრობს:
„შესაძლოა, სტუმრები ძალიან კარგად იყვნენ განწყობილები თქვენს მიმართ, მაგრამ ქვეცნობიერში, სადღაც, მაინც არსებობს დარჩენილი ნეგატივები, ამ დროს ენერგეტიკული არევა ხდება, იწყება თავის ტკივილები და სხვა.
მე გასწავლით, მარტივ და ეფექტურ დაცვით პრაქტიკას:
როდესაც სტუმრები მოვლენ სახლში, აანთეთ თეთრი სანთელი და გვერდით დაუდგით პატარა თასი წყლით. სანთელი იყოს ანთებული სტუმრიანობის განმავლობაში. ეს ორი სტიქია, ცეცხლი და წყალი - წმენდს აურას და აბალანსებს ვიბრაციას. სტუმრების წასვლის შემდეგ, წყალი გადაღვარეთ ნიჟარაში, სანთელი კი შემდეგ ჯერზეც შეგიძლიათ კვლავ გამოიყენოთ.გარდა ამისა, კართან მარილის მობნევაც ქმნის ენერგეტიკულ ბარიერს და ბლოკავს გარედან შემოსულ ნეგატივს"