არავის არ ვემუქრებოდი, რეპეტიციაზე ვასწავლიდი მსახიობს - ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს რობერტ სტურუა

რობერტ სტურუა

არავის არ ვემუქრებოდი, რეპეტიციაზე ვასწავლიდი მსახიობს როგორ უნდა ეჭიროს თოფი, - ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს:

„არ შეშინდეთ! ვიღაც ვერაგმა (მყავს ასეთები - როგორც ყველას)იხელთა დრო და გადამიღო! არავის არ ვემუქრებოდი, რეპეტიციაზე ვასწავლიდი მსახიობს როგორ უნდა ეჭიროს თოფი! - მეცინება: რა თავხედი ვარ, თოფი ხელში არ მჭერია და სხვებს ვასწავლი?! გადამიღო და გამომიგზავნა! მადლობა! ვიცი, ვიღაცა შუბლს გამიხვრიტავს! ბარაქალა შენ, ძმაო! ოღონდ არ დააგვიანო და კარგად დამიმიზნე! აბა, ჰე, “- წერს რობერტ სტურუა. (სტილი დაცულია).