პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარტია ,,ხალხის“ ლიდერი, ანა დოლიძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
,,რობერტ სტურუას მიერ მიწის მიღებაში პრობლემაა ფართო კონტექსტში. სტურუა, როგორც შემოქმედი, ძალიან დიდია (პოლიტიკური შეხედულებები და შემოქმედება უნდა გავყოთ). მას მიწაც ეკუთვნის, ვილაც, ლამბორჯინიც და იახტაც. უბედურება იმაშია რომ ეს სიმდიდრე ასეთ ქვეყანაში მისნაირ რეჟისორს არ ექნება. ანდა აწყობს ხელისუფლებას რომ ქონდეს? აქ რომ იყოს და უნდა იყოს, ძლიერი ეკონომიკა, ბიზნესი, ქველმოქმედება, გრანტები, მაგ ნაკვეთზე ეგეთ რეჟისორს გაეცინებოდა. და სახელმწიფოდან ჩუქებაზე არც იფიქრებდა. ექნებოდა ეს ყველაფერი ისედაც. ჰოდა, ეგ დიდი საკითხია აქ პრობლემა. ეს მუქთახორები არ ააშენებენ ეგეთ ქვეყანას იმიტომ რომ ყველა, რეჟისორი თუ ექიმი თუ მწერალი, უნდა ამათხოვრონ. ჰოდა, ჩვენ ავაშენოთ“, - წერს ანა დოლიძე.
ასევე ნახეთ - მის გამო სიცოცხლეს დავთმობ - ბესო ზანგური რობერტ სტურუაზე