პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეჟისორ რობერტ სტურუასთვის 1,500 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა - ნაგებობის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით გადაცემის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა.
„მასში აღნიშნულია ბატონი რობერ სტურუას დიდი დამსახურება საქართველოს თეატრალური ხელოვნების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე. წერილის თანახმად, რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით.
რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება.
რობერტ სტურუას შემოქმედება 180-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის. დადგმული აქვს ისეთი სპექტაკლები როგორიცაა: „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“ და სხვა. მისი სპექტაკლები შესულია მე-20 საუკუნის მსოფლიო დადგმათა ოქროს ფონდში. მის მიერ დადგმული „რიჩარდ მესამე“ მსოფლიო პოლიტიკურ დადგმათა ათეულშია შესული, „მეფე ლირი“- ბრიტანეთის აკადემიის მიერ შეტანილია შექსპირის დადგმების ისტორიის სახელმძღვანელოში, ხოლო „ჰამლეტი“ „შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ“ შეიტანა მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის „ჰამლეტის“ საუკეთესო დადგმათა ათეულში.
რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.