პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი კვლევის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც, კოვიდ არავაქცინირებულები უფრო ხშირად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლნი.
„ხალხური ჟარგონით „ფეხებზე მკიდია“ სასტავია. ამ ადამიანების უმეტესობას არ ადარდებთ საზოგადოებრივი წესრიგი, არ ადარდებთ საზოგადოებრივი ნორმები. მათთვის სიჩქარის გადამეტება და საგზაო წესების დარღვევა „თავისუფლების” შეზღუდვაა. ეს კანადაში, და საქართველოში…. სრული ბესპრედელია…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
2021 წლის ზაფხულში კანადელმა მკვლევრებმა შეისწავლეს 11 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანის დაშიფრული ჩანაწერები, რომელთაგან 16%-ს არ ჰქონდა მიღებული COVID-ის ვაქცინა.
მათ დაადგინეს, რომ არავაქცინირებული ადამიანები 72%-ით უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი მძიმე საგზაო ავარიაში, რომლის დროსაც სულ მცირე ერთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ვიდრე ვაქცინირებული.
ავტოავარიის ჭარბი რისკი, რომელიც გამოწვეულია არავაქცინირებული მძღოლების მიერ, „აჭარბებს უსაფრთხოების მიღწევებს თანამედროვე საავტომობილო ინჟინერიის მიღწევებიდან და ასევე რისკია გზის სხვა მომხმარებლებისთვის“, წერენ ავტორები.
რა თქმა უნდა, COVID-ის ვაქცინის გამოტოვება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ავტოკატასტროფაში მოხვდება. ამის ნაცვლად, ავტორები ვარაუდობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებს, შესაძლოა ასევე „უგულებელყოფენ საგზაო უსაფრთხოების ძირითად მითითებებს“.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, დასკვნები საკმარისად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პირველადი ჯანდაცვის ექიმებმა განიხილონ არავაქცინირებული პაციენტების კონსულტაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით - და სადაზღვევო კომპანიებმა შესაძლოა დააფუძნონ სადაზღვევო პოლისში ცვლილებები ვაქცინაციის მონაცემებზე, ვარაუდობენ ავტორები.