„ამბასადორი თბილისის“ მენეჯმენტი განცხადებას ავრცელებს

ამბასადორი

„გაცნობებთ, რომ გუშინ „ამბასადორი თბილისში“ გაჩენილი ხანძრის მიუხედავად, სასტუმროს მეორე ფლიგელი ჩვეულ რეჟიმში და სრული დატვირთვით მუშაობს" - აღნიშნულ განცხადებას „ამბასადორი თბილისის“ მენეჯმენტი სასტუმროს Facebook-გვერდის საშუალებით ავრცელებს.

„ვაგრძელებთ სტუმრების მიღებას და მასპინძლობას უსაფრთხოების ყველა წესისა და სტანდარტის გათვალისწინებით.

აქვე, ვაზუსტებთ, რომ მუშაობას აგრძელებს ჩვენს შენობაში არსებული რესტორანი A.T • Kitchen და მისი კაფე-ტერასა, აუზი და სპა, მაღაზიები „არომატეკა“ და „სტეფანო რიჩი“. დროებით დაკეტილია რესტორანი Qartuli • ქართული და სილამაზის სალონი Ambassadori Beauty.

რაც შეეხება ლაუნჯ-ტერასა Mozaiko / მოზაიკოს, სამწუხაროდ ის ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა“, - ნათქვამია სასტუმროს მენეჯმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ხანძარი სასტუმროს მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა, შედეგად დაიწვა ეს კონკრეტული, ასევე მის გვერდით არსებული ოთახები და დერეფანი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სრულად დაიწვა მეოთხე სართული, სადაც ლაუნჯ-ტერასა „მოზაიკო“ იყო განთავსებული.