„არაერთხელ დახვედრია ქუჩაში და გადაურჩენიათ კამათის დროს სხვებს...“ - რას ამბობს თერჯოლაში მოკლული ქალის ნათესავი

თერჯოლა

თერჯოლაში, ყოფილმა ქმარმა ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

შემთხვევა სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. მომხდარის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. დაზიანებები მიიღო კაცმაც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გარდაცვლილი ქალის ახლობელი შემთხვევის შესახებ წერს და თამილას იხსენებს. 

„მე და თამილა

ის დედაჩემის უფროსი დის შვილიშვილი იყო. ჩვენ 90-იან წლების ბავშვები ვიყავით... ზაფხულის მოსვლა მიხაროდა ხოლმე,როგორც კი დაგვითხოვდა სკოლა მეორე დღეს მათთან ვიყავი თერჯოლაში. თამილა იქ ცხოვრობდა, მისი ყოფილი მეუღლეც ქუთაისიდან ჩამოდიოდა დასთან, რომელიც ჩვენს გვერდით სახლში იყო გამოთხოვილი. ივსებოდა მთელი კუთხე იქაური თუ ჩამოსული სტუმარი ბავშვებით. ბევრი თბილისელი იყო ქუთაისიდან მე ლეო და თამთა ვიყავით მხოლოდ....როცა vთამაშობდით ვეჯიბრებოდით ან კუთხეებზე ვქომაგობდით, ჩვენ სულ უმცირესობაში ვიყავით ....

თამილას უყვარდა ქუთაისი, როცა მე მოვდიოდი სახლში,  მერე ის მომყვებოდა ხოლმე. სკოლა წარჩინებით დაასრულა, მერე უნივერსიტეტი, დახელოვნების ინსტიტუტში ინგლისურის ლექციებს კითხულობდა. ამ დროს ლევანი საქართველოში აღარ ცხოვრობდა .მე ოჯახი შევქმენი და თერჯოლაში ვეღარ ჩავდიოდი მის მერე წლები გავიდა....

ერთხელაც გავიგე რომ თამილა და ლევანი დაქორწინდნენ. ეს იყო შოკი. ამას არავინ ელოდა საერთოდ არავინ არცერთი მხარე... მერე??? მერე ის, რომ თამილას სიგიჟემდე უყვარდა მეუღლე უყვარდა ბოლო ამოსუნთქვამდე... იმას ის ბავშვი უყვარდა მასში იმ წლებში,რომ ანგელოზი იყო სულით ხორცამდე და არა ის მხეცი, რომელუც 12 წელი აწამებდა გათხოვებიდან 1 წლის მერე.

რამდენს ითმენდა, „შვილებს მამაც უნდათ, რა ვქნა ფხიზელი ისევ ისეთია, თბილი როგორსაც შენ იცნობ სიმთვრალე აქვს ცუდიო... მაინც ამართლებდა იყო დრო. მერე მიხვდა, რომ ბავშვები იყო ცოდო ასეთი მამის გვერდით და გამოშორდა არა ერთგზის. მაინც უბრუნდებოდა უყვარდა, ვერ თმობდა, ისიც არ ეშვებოდა ემუდარებოდა დაბრუნებულიყო.

ერთხელ როცა გაშორებულს სახლში მოუვარდა დედასთან უკვე ჩემებმა მიმართეს პოლიციას...შემაკავებელი ჰქონდა გამოწერილი უკვე წლები.... მხოლოდ შვილები მიჰყავდა ქუთაისში დასვენების დღეებში ბებოსთან ლეოს. თამილა თერჯოლაში გადავიდა სამუშაოდ მოსწავლეები ჰყავდა თან მარკეტი ,,მაგნიტის“ მენეჯერი იყო. წვალობდა მარტოხელა დედა უპატიოსნესი გოგონა. ალალი უენო მომთმენი. რამდენ რამეს მალავდა ვინ იცის ჩუმად თუ იტირებდა ხოლმე. სულ ასეთი იყო სულ რაც თავი მახსოვს მასთან ერთად.

ამ ბოლო დროს უკვე კატეგორიულად უთქვამს ან შემირიგდები ან მოგკლავო.

არაერთხელ დახვედრია ქუჩაში და გადაურჩენიათ კამათის დროს სხვებს.

გუშინ განზრახ იყიდა ბენზინი, შევიდა მარკეტში ოთახში სადაც თამილა იყო, კარი ჩაკეტა და დაუწყო თურმე შანტაჟი. გოგონებს კარი ვერ გაუღიათ ვერაფრით ეს წუთებში ხდება და ვერაფერს გახდები...ვერ აღწერ იქ რა საცოდაობა მომხდარა. ყვიროდა 3 წუთი თურმე სახელებს გოგონების მიშველეთო...

აალდა საწვავი და რაშიც იყო მოთავსებული ის ბოთლი გასკდა ისეთი სიმძლავრით, რომ კარი გაიტანა, მინებიც კი ჩამსვრეულა გარეთ...თამილას ლამაზი სხეულიდან თითქმის აღარაფერი დარჩენილა...

დარჩა ობილი ბავშვები ბებოს და ბაბუს დასახიჩრებული და ჩამწარებული ბავშვობით, ნათელი და უფალი იყოს შენთან ჩემო ლამაზო თამილა...

არავის ღმერთო ასეთი სიკვდილი“ - წერს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.