პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიის მენეჯერს, ყოფილმა ქმარმა, ცეცხლი წაუკიდა. დაღუპული ქალი 37 წლის თამილა ლილუაშვილია.
დაღუპულს ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
ადგილობრივების თქმით, მკვლელი მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა.
როგორც ცნობილია, ინციდენტის დროს დაშავდა მამაკაციც. ის ამ დროისთვის თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, პაციენტს სხეულის 70% აქვს დამწვარი და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, კაცს წარსულში კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.