თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას ადვოკატებისთვის არასდროს უთქვამს, რომ ეჭვი მოწამვლაზე აქვს.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ამ თემაზე სპეკულაციები უნდა დასრულდეს.
ამის საპასუხოდ, კლინიკა „ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელების წყარო მისთვის უცნობია.
„მე არ ვიცი, ვინ გაავრცელა მისი მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, არ ვიცი, რა ინფორმაციაზე მესაუბრებით.
ტოქსიკოლოგიურ კვლევას რაც შეეხება, არაერთგზის გვაქვს ჩატარებული, ახალი დასკვნა არ მიგვიღია. მივიღებთ დასკვნას, გავეცნობით და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას.
კლინიკა აკეთებს მაქსიმუმს, მას უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც საჭიროა," - ამბობს ჩხაიძე.