„არ გვძინავს, ტანსაცმელი ახლოს გვაქვს, რამე რომ მოხდეს, მალე რომ მოვასწროთ სახლიდან გასვლა" - თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

ემიგრანტი

სტიქიის ზონაში 100-ზე მეტი ქართველი მაშველი მუშაობს. ისინი სამაშველო სამძებრო ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობენ. საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა წითელი ზონა უკვე დატოვა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაემგზავრა, ნაწილი კი ისევ ადგილზე რჩება.

საქართველოს მოქალაქეები "კურიერთან" იმ მძიმე წუთებს იხსენებენ, რომლის გამოვლაც მოუხდათ. ისინი ამბობენ, რომ მიწისძვრის შემდეგ მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება.

"მოშორებით ვართ ეპიცენტრიდან, მაგრამ აქაც საკმაოდ დაძაბულობაა. პირველ დღეებში მაღაზიებშიც კი დაიცალა პროდუქტები, ყველამ მოიმარაგა სახლში. მოსახლეობა შეშინებული და ტრავმირებული დადის. ვერიდებით ერთმანეთისგან შორს ყოფნას.

ფაქტობრივად არც გვძინავს, უბრალოდ ღამეს ვატარებთ ჩვენს ოთახებში, მომზადებულები. ფეხსაცმელიც და ქურთუკებიც, შეძლებისდაგვარად, ახლოს გვაქვს ერთმანეთთან, რათა რამე რომ მოხდეს მალე მოვასწროთ სახლიდან გასვლა," - ამბობს თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ელენე გელაშვილი.