რუსთავში CO-ს ინტოქსიკაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა
1738614853
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა მიმართა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ოპერაციაში მოხალისეებად ჩართვა სურთ.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას - იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ მოხალისეებად - საქართველოს კანონით სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მსგავს სიტუაციებზე ტაქტიკურ თუ ოპერატიულ დონეზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით. აბსოლუტურად არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის საფრთხის შემცველი," - განაცხადა მღებრიშვილმა.