1738610084
რუსთავში CO-ს ინტოქსიკაციას 2 ადამიანი ემსხვერპლა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე CO-ს ინტოქსიკაციით 2 ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბუნებრივმა აირის გაჟონვის შედეგად დედა-შვილი დაიღუპა, სამი არასრულწლოვანი და მათი დედა კი მოიწამლა.
ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.