,,არ ამომდის თვალებიდან მათი ანთებული თვალები... ტკივილის და სიამაყის გრძნობა ერთად მაშინ ვიგრძენი“ - რას იხსენებს ნინი შერმადინი

მომღერალი

მომღერალი ნინი შერმადინი 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

,,15 წლის წინ, ორი 3 კვირის ნამშობიარები  ვიყავი, როცა ტელევიზიით ცხადდებოდა, რომ ჯარისკაცებს მე-2 დადებითი ჯგუფის სისხლი სჭირდებოდათ.  ბავშვი დედასთან დავტოვე და გავიქეცი ღუდუშაურში, მთელი ჩემი ოჯახით, ჩემი კოლეგები მოვიდნენ, ანრი, ზურა მანჯავიძე, ნოდიკო, ნინო ჩხეიძე, ბესო ჩუბინიძე - შენ უკეთესად გემახსოვრება ვინ ვიყავით. ორივე ვენიდან სისხლს ვუსხამდით ბიჭებს... ჩემი რომ აღარ აიღეს მეტი, გავბრაზი, რამეში გამომიყენეთ  მეთქი, ჩადიო დაბლა ბიჭებს, დაჭრილებს უმღერეო. არ ამომდის თვალებიდან მათი ანთებული თვალები, ერთად ვმღეროდით, ( უფრო ვლუღლუღებდი) ჰერიო ბიჭებოს, თან ვტიროდით თან ვიცინოდით ერთად!  ტკივილის და სიამაყის გრძნობა ერთად მაშინ ვიგრძენი პირველად! მათი სიტყვები არ ამომდის ყურებიდან, ახლა გადამიხვევენ ჭრილობას და უკან მივდივარ, ბიჭები მელოდებიან, დედას ვუტირებთ…

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!! თქვენ სულს და გულს ვენაცვალე! გარდაცვლილიც და ცოცხალი ჯარისკაციც, მათი დედებიც, შვილებიც გმირები არიან! 

დიდება გმირებს!

პ.ს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, 7 აგვისტოს დაბომბეს გორი, 8 აგვისტო გამოცხადდა გლოვის დღედ“, - წერს მომღერალი.

ასევე ნახეთ:

სამხედრო მოსამსახურეები სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხუთ ლოკაციაზე განაგრძობენ

„შოვის ტრაგედიამ დამშრალი ცრემლი მომადინა... ყველა შვილმკვდარ დედას ვეფერები“ - ჯაბა ბოჯგუას დედის ემოციური პოსტი