აქცია რუსთაველზე და მერიის კონცერტი სამგორში – ვინ იმღერებს მერიის ორგანიზებულ კონცერტზე?

მომღერლები

დღეს, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, სამგორის რაიონში თბილისის მერიის ორგანიზებით კონცერტი იმართება.

სამგორის გამგეობის ცნობით, თბილისის მერიის პროექტის „თბილისი ცის ქვეშ“ ფარგლებში, საკონცერტო საღამოზე მოქალაქეების განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და რეტრო ბენდი ზრუნავენ.

სამგორის მერია იმ მომღერლების ჩამონათვალსაც ავრცელებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში დღევანდელ კონცერტში იღებენ მონაწილეობას: დუეტი ჯორჯია, ქართული ხმები, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ეკა კვალიაშვილი, ფლეში, გიორგი მეფისაშვილი, დათო ფორჩხიძე, ნინი ქარსელაძე, აჩი ფურცელაძე, ლიკა დოლიძე, კახა კუხიანიძე, გია ნიკოლაძე, ლეონი, მაია ყარყარაშვილი. კონცერტის წამყვანია – ნანიკო ხაზარაძე.

პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოთხოვნაა – გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ზამთრამდე ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს შეასრულებს.