„აქაურმა ექიმებმა, ბევრი იბრძოლეს მიშიკოსთვის და ფეხი შეუნარჩუნეს...“ - აშშ-ში მომხდარ შემზარავ ავარიას ერთ-ერთი ძმა ემსხვერპლა

შემზარავი ავარია ამერიკაში - ძმები მეცხვარიაშვილები

ორი დღის წინ, ამერიკაში მოღვაწე პიანისტმა, მერაბ ებრალიძემ შემზარავი ინფორმაცია გაავრცელა - ქართველი ძმები მიშიკო და დემეტრე მეცხვარიაშვილები ავარიაში მოჰყვნენ. ერთი დაიღუპა, მეორე ჰოსპიტალში, კომაში იმყოფება:

„ჩემი ერთ ერთი პირველი თაობის მოსწავლე, მიშიკო (მიხეილი) მეცხვარიშვილი და მისი ძმა დემეტრე მოჰყვნენ საშინელ ავარიაში!

სამწუხაროდ დემეტრე ადგილზევე გარდაიცვალა!  ჩემი მიშიკო კი ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში(კომაში) წევს ჰოსპიტალში და ებრძვის სიცოცხლეს!

რამდენი ხანია, მე ღმერთისთვის არაფერი მითხოვნია და ახლა ვთხოვ, მთელი ჩემი შეგნებით!


გულით და სულით რომ გადაგვირჩინოს ჩვენი მიშო! ნუ დაღუპავს მთლად ბოლომდე მის განადგურებულ მშობლებს! ძალიან გთხოვთ!...“ - წერს პიანისტი.

ძმები მეცხვარიშვილების დედა, თეა ახალკაციშვილი, სოციალურ ქსელში მადლობის პოსტს აქვეყნებს და გადარჩენილი შვილის, მიშიკოს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

„მიშიკოს ჩაუტარდა დღეს პირველი ოპერაცია. აქაურმა ექიმებმა, ბევრი იბრძოლეს მიშიკოსთვის და ფეხი შეუნარჩუნეს. ჯერჯერობით, მაგრად იბრძვის მიშიკო.

თქვენი ყველას ლოცვა გაიგო უფალმა და თქვენი წყალობით მიშიკო გადამირჩა.ყველას დიდი მადლობა, რომ ასე გულთან მიიტანეთ ჩემი ტრაგედია. ღმერთმა, კარგად და ბედნიერად გიმყოფოთ თქვენი შვილები და საყვარელი ხალხი. გმადლობთ, კეთილო ხალხო!“ - წერს ის.