აქ ყოფნა ძალიან ემოციურია. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ... - თავდაცვის მინისტრი

შოვი

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონიდან რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარია ამოყვანილი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

"მინდა, დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო. რაჭაში დიდი უბედურება ტრიალებს და ამით მთელი საზოგადოება შოკირებულია. აქ ყოფნა ძალიან ემოციურია. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ". - თქვა მინისტრმა.

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან, ამ დროისთვის, 12-ის იდენტიფიცრება მოხდა.

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 18-მდე ადამიანს, – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, დაკარგულებს შორის 8 ბავშვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

სხვა სიახლეები:

„მამაჩემმა ამოიცნო...“ - რას ჰყვება სტიქიის შედეგად დაღუპული გოგოს ძმა

VIDEO: „გმირი ხარ, აბა ვინ ხარ?!“ - შოვიდან მაშველების სულისშემძვრელი კადრები ვრცელდება

„ბიჭებმა, დანგრეული კოტეჯების ფიცრებისგან ბილიკი გაგვიკეთეს... სიხარულისგან ვბღაოდით“ - სტიქიის დროს გადარჩენილი მოქალაქე

სტიქიას გადარჩენილი ბავშვი ამბობს, რომ მაშველი უნდა გამოვიდეს - ემოციური ვიდეო