აქ მოეწყობა გადასაღები მოედნები... კასპის „ჰოლუვიდ სითის" გეგმები

კასპი

კასპის რაიონში, სოფელ წინარეხის მიმდებარედ უნიკალური პროექტი „ჰოლივუდ სითი“ შენდება. პროექტს კომპანია SWEF LAND GROUP ახორციელებს.

კომპანია „სვიფ ლენდ გრუპის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ბრენდინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ელბაქიძე bm.ge-სთან პროექტ „ჰოლივუდ სითის“ გეგმებზე საუბრობს.

„აქ ბუნება იმდენად საინტერესოა, რომ გვინდა პატარა გადასაღები მოედნები მოვაწყოთ, სადაც სხვადასხვა სატელევიზიო კინოპროექტებს, სხვადასხვა პროექტის განხორციელების საშუალება მიეცემათ. ჩვენგან ნებართვას მოითხოვენ და ადგილზე გადაღებების წარმოებას შეძლებენ.

ამას დავამატებ, რომ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები რიგ კომპანიებთან. ვგეგმავთ საზაფხულო სკოლის დაფუძნებას კინოხელოვნების დარგში უცხოელი სპეციალისტების მოწვევით, რაც ხელს შეუწყობს კინო ინდუსტრიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, რეგიონში“ - აცხადებს ირმა ელბაქიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  VIDEO: მატყუარა ოკუპანტმა სიკვდილი გაითამაშა - კადრებს უკრაინული მედი ავრცელებს

👉 „მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში მცხოვრები რისიკატის ისტორია

👉 VIDEO: „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ!“ - სარატოვის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მასწავლებლები პუტინს უმღერიან