ანტარქტიდაში 77 იშვიათი ცოცხალი ორგანიზმი აღმოაჩინეს

ანტარქტიდა

ანტარქტიდის ყინულის შელფის ქვეშ 77 იშვიათი ცოცხალი ორგანიზმი აღმოაჩინეს.  ამის შესახებ Current Biology წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ყინულის შელფი თითქმის 1,6 მილიონ კმ²-ს მოიცავს, ეს არის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილები დედამიწაზე.

როგორც მეცნიერები აღწერენ, მყინვარის ქვეშ შეგროვებული ცოცხალი ორგანიზმები „არაჩვეულებრივი და სრულიად მოულოდნელია“. მეცნიერები შეგროვებული ნიმუშების ბიომრავალფეროვნებით გაოცებული იყვნენ, ვინაიდან მყინვარის ქვეშ არსებული სამყარო უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე კონტინენტური შელფის ზოგიერთ რეგიონში, სადაც სინათლისა და საკვების წყაროებია.

გარდაცვლილი ორგანიზმების ნაშთების შესწავლით დადგინდა, რომ ყინულის ქვეშ აღნიშნული ორგანიზმები  5 800 წლის წინ ცხოვრობდნენ.