დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თუში პოეტი, პატრიარქის ჩოხოსანი და საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი გიორგი რამაზაშვილი, რანდენიმე ხნის წინ გარდაცვლილ მომღერალ ლევან კბილაშვილს ლექსს უძღვნის.
„დიდი გულის ტკივილით და ძმური სიყვარულით, ლექსი ეძღვნება ზეციურ საქართველოში ბინა დადებულს და ქართული სიმღერის ისტორიაში ლეგენდად მოვლენილ ლევან კბილაშვილს“- წერს რამაზაშვილი.
„ანგელოზები უფლის საბრძანისს სხედან...
ღამდება ლევან პირი არ უჩანს ცისკარს,
თენდება ბიჭო ცა აიხვეტავს ნისლებს,
სიმღერა მესმის წითელ პერანგა ქალზე,
პატარა ბიჭი პატარა გოგოს მისდევს.
სად გასჭვრეტს შენი ღელვით აჭრილი თვალი,
თავად მზეს ათბობს სამყაროს ტოლა მზერა,
ვაჟკაცობისა ღმერთამდე ჩასდე კვალი,
ქართველობისა გულში აგვიგე კერა.
სიცოცხლის ყანას სულ სიყვარული სთესე,
უკვე მომკილი პეშვით აყარე წისქვილს,
იმღერე ლევან ჰანგის დარეკე ზარი,
სადა ხარ ბიჭო შენთან რა უნდა სიკვდილს.
ანგელოზები უფლის საბრძანისს სხედან,
არ დაგტოვებდა სააქაოზე ღმერთი,
შენი ღიმილიც სიმღერაც იყო სევდა,
და სამყოფელი ზღვის გულში ერთი წვეთი.
დაღამდა ლევან ბოლო არ უჩანს ლოდინს,
დედა ბუნება რამდენ თავის ძეს კარგავს,
გესალბუნება საბრძანებელი უფლის,
ცის საქართველო ჭრელ თვალა ფარდაგს ქარგავს.
გიორგი რამაზაშვილი.
/06/07/2022/ - წერს რამაზაშვილი.