ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი - როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
1757104397
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამჟამად დედაქალაქში ავტობუსის მძღოლების ვაკანსიებია და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.
მისი თქმით, მძღოლებისთვის შთამბეჭდავი ანაზღაურებაა განსაზღვრული – საშუალოდ 3600-დან 5000 ლარამდე. კალაძის განცხადებით, ეს ვაკანსიები განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც უკვე აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაბამისი უფლება.
კერძოდ, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა გააჩნდეთ D კატეგორიის მართვის მოწმობა, ხოლო 18-მეტრიანი ავტობუსის შემთხვევაში – E კატეგორია.
„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ. ვინც ეძებთ სამუშაოს ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ეს ნამდვილად კარგი შესაძლებლობაა თქვენთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.