რომელი ბეჭედი მოგწონთ ყველაზე მეტად? - ფსიქოლოგიური ტესტი
1760446140
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარე სკვერს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
„ნაძალადევის რაიონს, ანაპის 414-ე დივიზიონის ქუჩაზე („უნივერსამის“ მიმდებარე ტერიტორია) კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე შესრულდა გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდა შადრევანი, განათების ბოძები, ტრენაჟორები, საბავშვო გასართობი ატრაქციონის კომპლექტი და დასასვენებელი პავილიონი. აღნიშნული სივრცე ყველანაირად მოწესრიგდა.
მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც აღნიშნული სამუშაოების წარმოებაში მონაწილეობდა. ამ ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.