ამსტერდამში მოხუცთა თავშესაფარში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

მოხუცი

ამსტერდამში, მოხუცთა თავშესაფარში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია წერს.

,,მეგობრებო! ამსტერდამში მოულოდნელად გარდაიცვალა ქართველი მამაკაცი, სახელად ნუგზარ ბაკურაძე.

ნუგზარი არის 67 წლის და იგი ბოლო წლებში ცხოვრობდა ამსტერდამის მოხუცებულთა სახლში  Dr. Sarphatihuis, Rutersstraat 2.

ნუგზარს საქართველოში ჰყავს ქალიშვილი. იმ ინსტანციას სადაც ნუგზარი გარდაიცვალა არ აქვს უფლება რომ მისი შვილის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ვინმეს გეცნობათ ეს ისტორია და შეძლებთ დაგვაკავშიროთ ნუგზარ ბაკურაძის ქალიშვილთან ან მის დასთან, გთხოვთ შეგვატყობინოთ.

რეპატრიაციის ხარჯებს როგორც ინფორმაცია გვაქვს ფარავს სახელმწიფო. გთხოვთ დაგვეხმაროთ ნუგზარ ბაკურაძის ახლობლების, ნათესავების მოძებნაში!“, - აღნიშნულია პოსტში.