დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი მზად არის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღოს მხოლოდ იმ პირობით, თუ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი კენჭს მეორე ვადით აღარ იყრის.
ამის შესახებ არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩემი რეიტინგი ახლა პრეზიდენტის რეიტინგია. მე არ ვემიჯნები პრეზიდენტის და არასდროს გავემიჯნები ადამიანებს, ვისთანაც ვმუშაობ. შეიძლება განსხვავებული აზრი მქონდეს, მაგრამ... იმიტომ, რომ მე არ ვთამაშობ ბინძურად“, - თქვა მან.
არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ საომარი სიტუაციის დროს საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.
„თუ ის (ზელენსკი) იყრის კენჭს მეორე ვადით, ბუნებრივია, მე არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია“, - დასძინა არესტოვიჩმა.