„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი ხუთი ადამიანის მკვლელობიდათვის მსჯავრდებული ნოდარ გამყრელიძე, გარდაიცვალა.
ინფორმაციას გამყრელიძეების ოჯახის ადვოკატი, გილერ ენდელაძე ადასტურებს.
ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ 59 წლის ნოდარ გამყრელიძე, ციხეში სიმსივნით დაავადდა, რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„სამწუხაროდ, ციხეში სიმსივნე გაუჩნდა. რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ მისი განკურნება შეუძლებელი აღმოჩნდა. ავადმყოფობის გამო, ნოდარ გამყრელიძე ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს, თუმცა, ის კომაში ჩავარდა და შვილმა მასთან დალაპარაკება ვერ მოახერხა. ტრაგიკული ბედის მქონე კაცი იყო, უძლიერესი სპეცრაზმელი, საუკეთესოდ მომზადებული, პირველი მართავდა საომარ კატარღას საქართველოში, იყო აფხაზეთის ომის მონაწილე და ბევრი ქართველი ჰყავს გადარჩენილი. ასე მძიმედ წარიმართა და დასრულდა მისი ცხოვრება. წარმოიდგინეთ, მისი დის, ანა გამყრელიძის მდგომარეობა-მოუკვდა დედ- მამა, დაეღუპა ორი ძმა, რძალი და ორი უახლოესი ნათესავი. ალბათ, საუკუნეში ერთხელ ხდება, ასეთი მძიმე ამბები“,- განაცხადა ენდელაძემ.
ნოდარ გამყრელიძეს ოცწლიანი პატიმრობა თელავის რაიონულმა სასამართლომ 2021 წელს მიუსაჯა.
დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო საჩივრის განხილვამდე, მსჯავრდებული გარდაიცვალა.
მკვლელობა სოფელ ყანდაურაში, 2019 წლის 3 მაისს მოხდა. სისხლიანი შემთხვევის დროს, დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაიჭრა ერთი ქალი, რომელიც ორი კვირის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდაპირველად, მკვლელობის ბრალდებით, 84 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს.
მოგვიანებით, ხანდაზმული მამაკაცი, თელავის რაიონულმა სასამართლომ, გირაოთი გაათავისუფლა. გარკვეული დროის შემდეგ, ავადმყოფობის გამო, ბრალდებული მოხუცი გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ, ბრალდების მხარემ, ომარ გამყრელიძისათვის წარდგენილ ბრალზე, უარი თქვა.
საქმეზე, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით, დაკავებული იყო, ომარ გამყრელიძის 22 წლის შვილიშვილიც, უმცროსი ომარ გამყრელიძეც, რომელიც სასამართლომ გაამართლა.
ახლა უკვე გარდაცვლილი ნოდარ გამყრელიძე, პოლიციამ 2020 წელს, ერთწლიანი ძებნის შემდეგ, სოფელ ყანდაურაში, იმ სახლში დააკავა, სადაც მკვლელობა მოხდა.