პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბათუმში, ბულვარში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველი ვარაუდობს, რომ გასროლა კონკრეტული პირისკენ იყო მიმართული.
მისი თქმით, სროლის შემდეგ შეიარაღებული მამაკაცი მანქანაში ჩაჯდა და ტერიტორია დატოვა.
„11 საათის მერე იყო სროლის ხმა, გარეთ რომ გავედი, მეგონა, ფოიერვერკი იყო. მანქანიდან არ იყო სროლა, იყო კაცი წითლებში ჩაცმული და მან ჩაცხრილა რესტორნის მარცხენა მხარე.
მერე, უკვე რომ გავიაზრე რაც ხდებოდა, შემოვედი რესტორანში.
რამდენიმე გასროლის ხმა გარეთ გასვლამდე გავიგონე, მერეც დაახლოებით 10 ტყვია იქნებოდა... როგორც ვიცი, თურქი იყო.
სროლის პროცესში მეც შიგნით შემოვედი, მერე რომ გამოვედი, გავიგე, რომ რესტორანთან ახლოს მანქანა ელოდებოდა, ჩაჯდა და გაიქცაო. კონკრეტული პირისკენ იყო მიმართული, რადგან რესტორნის მხოლოდ 1 კუთხეში იყო გასროლა“, - ამბობს თვითმხილველი.
შემთხვევა ბათუმში გუშინ მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი დღეს გარდაიცვალა.