ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
1779824841
სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელია ჩვენი მოსახლეობსთვის. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სიმსივნე არ დაგვემართოს. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რითაც სიმსივნის განვითარების რისკებს შევამცირებთ და როგორ გავიაქტიუროთ იმუნური სისტემა, რომ მან სიმსივნური უჯრედები საწყის ეტაპზევე ამოიცნოს და გაანადგუროს - ამ კითხვებს კლინიკური ონკოლოგი მარიამ ჟვანია ონკოპოდკასტში პასუხობს:
„სიმსივნის რისკების შემცირება მართლაც შეგვიძლია და ეს ხდება ორი გზით - პრევენციით და სკინინგით. ავხსნათ, რომელი რას ნიშნავს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციაა. ანუ უნდა გავაკეთოთ რაღაც, რის შედეგადაც შემცირდება კონკრეტული სიმსივნის განვითარების რისკი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ მოვწიოთ სიგარეტი. თუ ეწევით, დღესვე შეწყვიტეთ, რადგან სიგარეტი იწვევს ისეთ მკვლელ სიმსივნეებს, როგორიცაა ფილტვის კიბო, ხორხის კიბო, საყლაპავი მილისა და პირის ღრუს სიმსივნეები. მეორე წონის კონტრლია. არ უნდა გავსუქდეთ, იმიტომ, რომ არსებობს სიმსივნეები, რომლებიც უფრო დიდი წონის ადამიანებს ემართებათ. ამიტომ საჭიროა ვარჯიში, ფიზიკური აქტიურობა და ზომიერი კვება. უნდა მიიღოთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები, ნაკლები პროცესირებული ხორცი. ბოჭკო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს, ბევრი პროცესირებული ხორცი კი ზრდის ამ რისკს. არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი ჭარბი რაოდენობით, ნარკოტიკი - არასოდეს. განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას ინტრავენურ ნარკომანებზე, რომლებიც ამ პროცესში B და C ჰეპატიტით ინფიცირდებიან, რაც თავისთავად იწვევს ღვიძლის კიბოს. მნიშვნელოვანია ჩავიტაროთ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც 100 %-ით ვიცავთ თავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან.
ამ ქმედებებით მნიშვნელოვნად ვამცირებთ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორებიცაა, ფილტვის კიბო, ნაწლავის კიბო, ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, რომლებიც ყველაზე ხშირია და ყველაზე მეტი ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება. ამიტომ არ დაიზაროთ, არც ერთი ჩამოთვლილთაგან სირთულეს არ წარმოადგენს, არ არის თანხებთან დაკავშორებული", - ამბობს მარიამ ჟვანია.