„ამ ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი...“ - ლოცვა კურნებისთვის

სნეულთა ხატი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“


„აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა ნინოს თანამედროვეა და ქართლში, წილკნის მონასტერშია დაცულია დღემდე.
მე 18 საუკუნეში წმიდა ხატის წინაშე, ერთი მგალობელი განიკურნა, მას ენა ულპებოდა, მაგრამ არ შეწყვიტა ჩვეული ლოცვა ხატის წინაშე.

უცებ მან იხილა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს უხმობა და მისდამი აღავლენდა მგალობლის ლოცვას, მალე თვით ღვთისმშობელიც გამოჩნდა და აღადგინა სნეული.

ტროპარი ქალწულო წმიდაო, სიყუარულით პატივისმცემელთა ხატისა წმიდისა შენისათა და ჭეშმარიტისა დედისა ღუთისა განმადიდებელთა და სამართლად თაყუანის-მცემელთა მკურნალად გამოსჩნდი, განმაშორენ ყოველნი სენნი და ბოროტნი ჩუენგან, ვითარცა მრავლისშემძლებელ ხარ ამინ.