1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო ჩართვისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკრეტული სანიაღვრე არხები წყალს ატარებს.
„აქ, სადაც ვიმყოფებოდი, სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული, არ ვიცი საიდან ამდენი ნაგავი. იყო კონკრეტული სანიაღვრე არხები, რომელიც ჩვეულებრივ ატარებდა. იმდენად უხვი ნალექი იყო, რომ არ მახსოვს ასეთი რამ ბოლო წლებში",- აღნიშნავს კალაძე.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვათაცვენა დაფიქსირდა, ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა. როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რათა დილით გადაადგილება თავისუფალი იყოს.
ასევე ნახეთ:
საყურადღებო ინფორმაცია! ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარიც - სინოპტიკოსები
VIDEO: დატბორილი ავტობუსი და შეუპოვარი მძღოლი - ღამის კადრები ვირუსულად ვრცელდება