„ახლა, როცა თვალს დავხუჭავ და ვახელ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო...“ - თედო ბექაური

თედო ბექური

ახლა, როცა თვალს დავხუჭავ და ვახელ, იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, - ამის შესახებ მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის გამარჯვებული მსახიობი თედო ბექაური „იმედის კვირასთან“ საუბრობს.

თედო ბექაური იხსენებ, რა გზა გაიარა პროექტამდე.

„პრაიმშოუს“ ჩაწერაზე ვიყავი, ჩაწერის შემდეგ ნოე სულაბერიძემ გამაჩერა და მითხრა, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჩაწერას იწყებდნენ და მკითხა, თუ აქამდე მიცეკვია. სამეჯლისო ცეკვები ცხოვრებაში არ მინახავს, შესაბამისად არც მიცეკვია და ამიტომ, ცოტა შემეშინდა“, - იხსენებ თედო ბექაური.

მისი თქმით, როდესაც შოუში ძველი ცეკვის ახლებური ინტერპრეტაციით წარსდგა, ეს მისთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა.

„იმდენად შემეშინდა, რეპეტიციაზე ვერ ვცეკვავდი. ბოლოს, შოუს სცენაზე გამეხსნა ამ ცეკვის შემართება, გავიხსენე ბავშვური ცეკვა და ეს იყო ჩემთვის კიდევ ერთი ყველაზე დიდი მიღწევა“, - აღნიშნა თედო ბექაურმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

ცნობილია მიზეზი, რის გამოც ბათუმის 4 სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა

ხვალიდან იწყება... - რატომაა ეს დღე განსაკუთრებული და ვისთვის იქნება გადამწყვეტი ცვლილებები

მომხდარში არავინ დამიდანაშაულებია. როცა ასეთი რამე გემართება არ უნდა დაეცე... - რა ისტორიას იხსენებს ნინო ლეჟავა