ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდითი სამუშაოები  მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალე), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სააგენტოს ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.