ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022
თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის 150 მლნ დოლარის ინვესტიცია ასახავს ფრანგული კომპანიების ერთგულებას ქართველ ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ, რომელიც საქართველოს მეტად აახლოებს ევროპასთან, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
საელჩოს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის.
„15 იანვარს, Aéroports de Paris (ADP)-ისა და ADP ჯგუფის წევრ TAV Airports-ის კონცესიის ხელშეკრულების 2031 წლამდე ხელმოწერა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. შეთანხმების გაფორმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და ADP-ის გენერალური დირექტორის ფილიპ პასკალის თანდასწრებით შედგა. ეს ამბიციური შეთანხმება ითვალისწინებს 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის. აღნიშნული პროცესი ტერმინალის გამტარუნარიანობას 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის.
20 წელია, რაც საქართველოში ოპერირებით, ADP ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და საერთაშორისო დონეზე მისი მნიშვნელობის ზრდას. ეს შეთანხმება ასახავს ფრანგული კომპანიების ერთგულებას ქართველ ხალხზე ორიენტირებული ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ, რომელიც საქართველოს მეტად აახლოებს ევროპასთან“, – აღნიშნულია საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაში.