ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022
დიალოგი ყოველთვის უკეთესი ფორმაა, ვიდრე კონფლიქტი, ომი, ძალადობა და მსგავსი ქმედებები, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნებისმიერ არაძალადობრივ ნაბიჯს მიესალმება.
„დიალოგი ყოველთვის უკეთესი ფორმაა, ვიდრე კონფლიქტი, ომი, ძალადობა და მსგავსი ქმედებები. ეს დიალოგი დაგვიანებულიც კი მგონია და ვფიქრობ უფრო ადრეც უნდა გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯი. მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები სამშვიდობო ძალისხმევას და ამ სისხლისმღვრელი, უამრავი ადამიანის სიცოცხლის შემწირველი ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნებისმიერ მშვიდობიან ნაბიჯს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022