„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1759176190
ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი ჯემალ ბიბილეიშვილი და ქუთაისის მერიის ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელი ლანა სვანიძე. პროექტის - „ახალგაზრდული განვითარების ცენტრი“ - ფარგლებში სრულად მოეწყო და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა სივრცე. ახალგაზრდებს მთელი წლის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი აქტივობა. პროექტი მოიცავს ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: კარიერული განვითარება და უნარები, ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ფინანსები, პიროვნული განვითარება, ლუდომანია და მავნე ნივთიერებები. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის - ,,ახალგაზრდები წარმატებისთვის“ მიერ, სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ ფარგლებში.