კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
ახალი სერვისების და პროექტების პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ამჯერად ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გამართა. სტუდენტების დაფინანსების ახალი მოდელი, მაგისტრანტების დაფინანსება, მუნიციპალიტეტში სტაჟირების პროგრამა, არაფორმალური განათლების ცენტრების მშენებლობა, კულტურის და სპორტის ახალი მიმართულებები, ახალი ნიშის გაჩენა ქალაქისთვის, ახალი ინფრქსტრუქტურული პროექტები, რეკრეაციული სუვრცეები და ქალაქის ეკოლოგია. ეს ის თემებია, რაც ნინო ლაცაბიძემ რუსთავის "სქაუთგარდენში" გამართულ შეხვედრაზე გააცნო ახალგაზრდებს.
,, ქალაქში მიმდინარე პროექტებზე ვისაუბრეთ, ასევე ხაზი გავუსვით და დეტალურად შევეხეთ იმ პროექტებს, რომლებიც უშუალოდ ახალგაზრდებს ეხებათ. მე მათ პირობა მივეცი, თითოეული ამ ტიპის პროექტი, მხოლოდ მათი ჩართულობით, მათი ინიციატივებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით განხორციელდება“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერმა ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და პროგრამებზეც დეტალურად ისაუბრა. ,,დღეს, სწორედ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი თემები განვიხილეთ. მათ გავაცანით როგორც ახალი მედიათეკის მშენებლობის, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის პროექტიც, ასევე სპორტის მიმართულებაზე, განათლების ხელშეწყობაზეც. იცით, რომ ჩვენ ბაკალავრიატის სტუდენტებს ვაფინანსებთ, პროგრამაში შევიტანეთ ცვლილება და წელს დაფინანსდება, როგორც მაგისტრატურა, ასევე დოქტურანტურაც. ასევე გვაქვს ახალი - მოსწავლეთა წახალისების პროგრამა, ვინც ოქროს მედალზე დაამთავრებს სკოლას, 500 ლარიან ფულად წახალისებას მიიღებს რუსთავის მერიისგან“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ნინო ლაცაბიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტუდენტებისთვის სტაჟირების ახალი პროგრამა იწყება. ,,რუსთავის მერიაში სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას ვიწყებთ. ეს იქნება ერთთვიანი ძალიან ინტენსიური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდები შეძლებენ მერთან და სამსახურებთან ერთად, ერთ თვის განმავლობაში ჩაერთონ ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებში. მათ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია, რას აკეთებს რუსთავის მერია, რა გეგმებია მომავალში და რა თქმა უნდა, კარიერულადაც დაგეგმავენ რამდენად მისაღები იქნება მათთვის, ადგილობრივ დონეზე მუშაობის დაწყება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში.
რუსეთმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა
1742828418
ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს
1742830735