პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საქართველოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, პრობლემის აღქმა უჭირს და შესაბამისად, ნარკოტიკების მხრივ არსებული ვითარება მოუგვარებელია.
„ნეტა როდემდე იქნება ეს ხალხი სტრაუსის პოზაში და გაიგებენ, რომ „ბარიგა“ აღარ არსებობს და ეს ყველაფერი ინტერნეტით ხდება და ვირტუალურია. ეს „ბარიგა“ წარმოუდგენელია, ამის გაკონტროლება და დარკნეტის წინააღმდეგ ვერცერთმა ქვეყანამ ვერაფერი შეძლო! მეორე, ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს და ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და რომ ქვეყანაში 60 000 ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელია და ვინც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას მოიხმარს, იმათი რიცხვი არავინ იცის.
ის, რომ ამ ნივთიერებების მოპოვება შეიძლება ძალიან ადვილად და არც ბარიგა სჭირდება და არც არავინ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას მოიხმარენ რექრიაციული მიზნით და შესაბამისად, ესენი არ არიან მომხმარებლები და ნაყიდ უცნობ ამ ნივთიერებაში შესაძლებელია, აღმოჩნდეს მომაკვდინებელი ნარკოტიკი და ახალგაზრდა, რომელსაც არ აქვს ინფორმაცია, შეიძლება გარდაიცვალოს, რისი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა.
ამიტომ უნდა ჰქონდეს სწორი და უტყუარი ინფორმაცია. ის რომ სტრაუსივით გვაქვს თავი ჩაყოფილი და ვცდილობთ, რომ დავმალოთ და არ შევიმჩნიოთ ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალია, რომ ვეცადოთ, შევამციროთ ზიანი, რომელმაც შეიძლება ამ ნარკოტიკებმა ადამიანებს მოუტანოს!! მთელ მსოფლიოში
ოპიატების კრიზისია უმძიმესი მდგომარეობაა. ამ მხრივ, უამრავი ადამიანი იღუპება ზედოზირებით და სახელმწიფოები ცდილობენ ზიანი შეამცირონ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით უმძიმეს მდგომარეობაში. გვერდით სახელმწიფოში მიდის ომი, უამრავი ლტოლვილი და გადაადგილებული პირია ქვეყანაში, რაც
კიდე უფრო დიდ რისკებს ქმნის ნარკოტიკის ტრაფიკის. რომ დავწერ პოსტს და მერე ვკითხულობ კომენტარებს, მინდა წავშალო, იმიტომ, რომ აი, სულ სხვაგან მიდის ამ ადამიანების აზროვნება და მათი აგრესია და არა იქეთ რომ რაღაცა შევცვალოთ, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა ამ უბედურებისგან. აი პოლიტიკურ კონტექსტში ან და რაღაც უაზრო კომენტარებში გადადის. ნუ, მეც აღარ დავწერ არაფერს და იყოს ისე, როგორც არის!! დავწერ ფისოებზე და ყვავილებზე, ძაღლებზე ზღვაზე და ბუნებაზე.
გაბრწყინებულ საქართველოში და თქვენთვის სასურველი პოლიტიკური ძალის პირობებში მაინც იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს იმიტომ, რომ საერთო პრობლემაა რელიგიისგან, გენდერისგან, სექსუალური ორიენტაციისგან და პოლიტიკური კუთვნიელბისგან მიუხედავად!!!“, - წერს ნარკოლოგი.