ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში გამოჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და ამის გამო უკვე არაერთი ადამიანი დაზარალდა. ამასთან დაკავშირებით ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ინფორმაციას ავრცელებს:
„ფენტანილი და მისი ანალოგები არის სინთეტური ოპიატები ასევე, როგორიც არის კარფენტანილი, რემფენტანილი და სხვა. ის 10000-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მორფინი და 1000-ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე სამედიცინო ჰეროინი.
დღეს მსოფლიოში კარფენტანილით ზედოზირებამ და სიკვდილმა ეპიდემიის სახე მიიღო. ის, რომ კარფენტანილი არის საქართველოში, ეს ეჭვს არ ბადებს, ოღონდ რა რაოდენობით, ვინ მოიხმარს და რა სახით, სამწუხაროდ, დღეს არავინ იცის. შავ ბაზარზე რა ხდება, ვერცერთი ექსპერტი და ვერც ხელისუფლება ვერ იტყვის, რადგან ეს მხოლოდ ეჭვებზე და ვარადუბზე არის დაფუძნებული და არანაირი კვლევა არ ტარდება.
ის ფაქტი, რომ კონტროლი რთულია, ესეც მართალია, ის იყიდება ინტერნეტპლატფორმებზე და მისი მოპოვება არც ისე რთულია!! ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ! „თეთრი ჩინელი“ ასე უწოდებენ მას რუსეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში.
რატომ ასაღებენ მას და ურევენ სხვა სტიმულატორებში? ვინაიდან თავისი სტრუქტურიდან და ბიოქიმიიდან გამომდინარე ის თავიდან როგორც სტიმულატორი მოქმედებს, მერე ადამიანი გადადის ღრმა ძილში და ვითარდება ოპიატებისთვის დამახასიათებელი ზედოზირების ნიშნები - სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, კომა და სიკვდილი!
რა უნდა გავაკეთოთ რომ ეს არ მოხდეს?
1.არ მივიღოთ უცნობი ნარკოტიკი, რომელსაც ასაღებენ, როგორც უვნებელ და გასართობ საშუალებად!! ყველაზე დიდი საფრთხეში არის ის, ვინც რეკრეაციული მიზნით მოიხმარს ნარკოტიკს, რადგან ტოლერანტობა აქვს ნარკოტიკის მიმართ პრაქტიკულად ნული!
2.ვეცადოთ გამოვიყენოთ ტესტები, რომლებიც გვანახვებს, რა სახის ნარკოტიკია. ეს დღეს შესაძლებელია საქართველოში და შეგიძლიათ მიმართოთ ორგნაიზაცია „მანდალა • Mandala“, რომელიც ანონიმურად დაგეხმარებათ ამ საკითხებში გაგიწევთ კონსულტაციას - რა ზიანი მოაქვს ამა თუ იმ ნარკოტიკს და როგორ უნდა მოიქცეთ რთულ სიტუაციაში.
3.თუ შენიშნეთ, რომ ცუდად ხდებით და ძილისკენ მიდიხართ ,ან ძლიერი სისუსტე გაქვთ, ეცადეთ, არ დარჩეთ მარტო და სთხოვეთ თქვენ ახლობლებს მარტო არ დაგტოვონ, ნუ აჰყვებით პანიკას თუ მარტო ხართ, არ ჩაიკეტოთ ოთახში, სთხოვეთ ვინმეს, რომ რაღაცა დროის შემდგომ გადმოგირეკონ და მოგიკითხონ.
4. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ნუ გეშინიათ, ნუ ეჩხუბებით ოპერატორს, ეცადეთ სწორედ უთხრათ სად ხართ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ სთხოვეთ თქვენს ახლობელს მეგობარს ვინც იცის სად ხართ და აუხსნის ყველაფერს.
5.გამოიყენეთ ნალოქსონი (ნარკანი)თუ გაქვთ!
გაუფრთხილდით თავს, ნარკოტიკთან თამაში არ მთავრდება კარგად !! მით უმეტეს, თუ არ იცით რა არის! ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არა აქვს! იპიატი და მისი ანალოგები იწვევენ ზედოზირებას და არის ყველაზე საშიში ნარკოტიკი და იწვევს სუნთქვის და შემდგომ გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობას. სიკვდილი შეიძლება დადგეს ნებისმიერი მოხმარების და დოზის დროს“, - წერს ზურა სიხარულიძე.