„აი, ახლა მივდივარ იმ ადგილას, სადაც ეს ტრაგედია მოხდა“ - მოქალაქე მიმართვას ავრცელებს

ტრაგედიის ადგილი გორში

გორელმა მოქალაქემ ყვავილები მიიტანა ქვეითთა გადასასვლელთან, სადაც გუშინ საღამოს მანქანა დედა-შვილს დაეჯახა. დედაც და შვილიც დაიღუპნენ. შემთხვევა 13 ივლისს საღამოს, დაახლოებით 22 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე, კინოთეატრ „გამარჯვების“ წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ რომ მძღოლი, რომელიც დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი უკვე დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.