ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ მტრედის სახეს იღებს... - ზოგიერთი ფაქტი მტრედების შესახებ, რომელიც შესაძლოა არ იცოდით

მტრედები

მტრედები უკვე დიდი ხანია მრავალი ქალაქის განუყოფელი ნაწილია. ზოგი აღფრთოვანებულია ამ ფრინველებით, ზოგი მათ დაავადების მატარებლად მიიჩნევს, ზოგი კი ვერც კი ამჩნევს მათ არსებობას.

მტრედებს რელიგიური მიზეზის გამო კვებავდნენ
მტრედების გამოკვების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება საუკუნეებს ითვლის, რადგან ისინი წმინდა არსებებად ითვლებოდნენ. მაგალითად, ინდოეთის ზოგიერთ რელიგიურ ჯგუფს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ მტრედის სახეს იღებს. ამიტომ, ისინი ფიქრობენ, როდესაც ვინმე მტრედებს კვებავს, ის ზრუნავს გარდაცვლილი ნათესავების სულებზე.

სივრცეში განსხვავებული ნავიგაცია
ფაქტია, რომ მტრედებს თვალები განლაგებული აქვთ გვერდით და მათი ხედვა ბინოკულარულია, რაც განასხვავებს მტრედებს მრავალი სხვა ფრინველისგან. ამიტომ, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მკაფიოდ აღიქვან გარემომცველი რეალობა, ისინი თავს იქნევენ. მტრედები ბევრად უკეთ ამჩნევენ უმოძრაო ობიექტებს, ასე რომ, როდესაც ჩიტი ნაბიჯს დგამს, თავი მაინც რჩება ერთ ადგილას გარკვეული დროის განმავლობაში და აფიქსირებს სიტუაციას მის გარშემო.

მტრედები ერთგული პარტნიორები არიანთითქმის ყველა ცხოველი პოლიგამიურია, მაგრამ მტრედები მონოგამიურები არიან, ისინი პარტნიორს ერთხელ და სამუდამოდ ირჩევენ.  ჯერ მდედრი ზრუნავს შთამომავლობაზე, შემდეგ კი მამრი იღებს ამ ვალდებულებას, რაც საშუალებას აძლევს მდედრს დაისვენოს და ძალა მოიკრიბოს. წიწილების გამოჩეკვისას მშობლების მზრუნველობა ძლიერდება; მტრედები ეხმარებიან წიწილებს გაძლიერებაში და ბუდის დატოვებაში.