იუსტიციის სახლი გარკვეულ მომსახურებაზე ფასებს ანახევრებს - შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება
1773478104
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა.
თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის ანუ ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს და ის უფლებამოსილებას 22 ნოემბრიდან შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა. წინა კონკურსზე ბორდის წევრებმა დირექტორი ვერ აირჩიეს, ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.