პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათია'-ს პრეზიდენტი მარიამ ჯიშკარიანი და არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აჭარის ტელევიზიის ეთერში, გადაცემაში "ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა შეაჩერა, რომელიც კლინიკაში გადაყვანის ნაწილს მოიცავდა, ხოლო რაც შეეხება საჩივარს წამების ნაწილში, ექსპრეზიდენტის ადვოკატები საქართველოში გამოძიების დასრულებას ელოდებიან და ამის შემდეგ მიმართავენ ევროპულ სასამართლოს.
ნანა კაკაბაძე კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ ევროპულ სასამართლოში მიმართვის საფუძველი არ არსებობს.