1739302478
აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადება
![შუქი შუქი](https://primetime.ge/uploads/files/2023/04/16/47776/shuqi_w_h.jpeg)
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა დუშეთის მცხეთისა და ყაზბეგის რაიონის სოფლებს, ასევე, სოფელ დიღომსა და სოფელ გლდანს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 თებერვალს 10:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ფასანაური, ლუთხუბი, ცხვედიეთი, მაქართა, კიტოხი, წიფორი, წითლიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აგარაკები, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ზემოუბნის, დიდგორის, ვაშაძის, გაბრიელ ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: არშა, თოთი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში კანდელაკის, ტაბიძის, მიქატაძის, ვართაგავას და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.