მამაკაცს მკერდში 8 წელი დანის პირი ჰქონდა და ვერ ხვდებოდა - როგორ აღმოაჩინა ეს

დანა

ტანზანიელი მამაკაცი საავადმყოფოში ჩივილით მივიდა და აღმოაჩინა, რომ 8 წლის განმავლობაში მკერდში დანის პირთან ერთად ცხოვრობდა.

ინფორმაცია ამის შესახებ „National Library of Medicine“-ში გამოქვეყნდა. მას ბოლო 10 დღის განმავლობაში ძუძუს თავიდან თეთრი ჩირქოვანი გამონადენი ჰქონდა.

შემდეგ მან გაიხსენა რვა წლის წინ მომხდარი ძალადობრივი ჩხუბი, რომლის დროსაც მას სახეზე, ზურგზე, გულმკერდსა და მუცელზე რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიღებული. ექიმებმა მაშინ მოახერხეს ნაკერების გაკეთება და მას შემდეგ ის ძირითადად მშვიდობიანად ცხოვრობდა, სანამ ძუძუსთავიდან ჩირქი არ გადმოვიდა. ინფექციის მიზეზის დასადგენად ექიმებმა რენტგენის გამოკვლევა დანიშნეს და შოკირებულები დარჩნენ, როდესაც მამაკაცის მკერდში გიგანტური დანის პირი დაინახეს.

დანის პირმა, რომელიც მარჯვენა ბეჭის ძვალში იყო შეჭრილი, სასწაულებრივად მოახერხა ძირითადი ორგანოების გვერდის ავლა.  კიდევ უფრო უცნაურია, რომ დანამ 44 წლის პაციენტს ამდენი ხნის განმავლობაში არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნა. ჩირქი უცხო ობიექტის გარშემო დაგროვილი მკვდარი ქსოვილის შედეგი იყო.

შოკისმომგვრელი აღმოჩენის შემდეგ, ოპერაციის დროს დანა ფრთხილად ამოიღეს მკვდარ ქსოვილთან და ჩირქთან ერთად. პაციენტმა 24 საათი გაატარა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სანამ კიდევ 10 დღით გადაიყვანეს საერთო პალატაში. შემდგომი დაკვირვებები გართულებების გარეშე წარიმართა.