1755869287
მარკონმა საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოში ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა. მარკონის შესაბამისი განკარგულება საფრანგეთის ოფიციალურ ჟურნალშია გამოქვეყნებული.
„უფროსი ადმინისტრატორი, ბატონი ოლივიე კურტო დაინიშნოს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
კურტო შერაზ გასრის შეცვლის, რომელიც საფრანგეთის ელჩად საქართველოში 2023 წლიდან მუშაობდა.