აბასთუმნის ფილტვის ცენტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს

გლოვა

აბასთუმნის ფილტვის ცენტრი  15 წლის მოზარდის  ტრაგიკულად გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ჩვენი ორგანიზაციის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აბასთუმანი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 15 წლის გიორგი ჩიქოვანის დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ადგილობრივებს და მთელ ადიგენის მუნიციპალიტეტს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

„უფალს ებარებოდე პატარა ჩემპიონო...“