8 წლის მია ჯინჭარაძეს უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა - ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება

mia jincharadze

„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე მია ჯინჭარაძის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

8 წლის მოზარდს უიშვიათესი დაავადება დაუდგინდა, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და საჭიროა, მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ გავლა.

„8 წლის მია ჯინჭარაძეს დაუდგინდა უიშვიათესი ფორმის ემბრიონული რაბდომიოსარკომა. ბავშვი სასწრაფოდ არის სამკურნალოდ თურქეთში გადასაყვანი. ოჯახს ესაჭიროება ფინანსური დახმარება, რისთვისაც თქვენი გვერდში დგომაა საჭირო. ძალიან უნდა მოვინდომოთ ამ გოგოს ბედნიერი მომავლისთვის. #ერთადმიასთვის “, - ნათქვამია მიმართვაში.

მიმღები: თეა გოგიჩაიშვილი, დედა  TBC: GE49TB7691545063600036

მიმღები: დავით ჯინჭარაძე, მამა  BOG: GE17BG0000000131388653