ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
სასწაულმოქმედი ტაძარი სტამბოლში, რომელსაც ხშირად გასაღების, სურვილების, ანდაც პირველი დღის ტაძარს უწოდებენ, სინამდვილეში ღვთისმშობლის სახელობისაა, რომელიც ცხოველმყოფელ წყაროზე აიგო. ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში საუბრობს და განმარტავს, რომ 8 გასაღებიდან 7-ს უკან აბრუნებს, რადგან 1 სურვილი ასასრულებელი დარჩა.
„ვინც სტამბოლში ნამყოფია, მათ აუცილებლად ეცოდინება, რომ არსებობს ასეთი ტაძარი, სადაც რომ მიხვალთ, შეგიძლიათ გასაღებები შეიძინოთ, ჩაუთქვათ სურვილები და რომ აგისურლდებათ, მერე აუცილებლად უნდა დააბრუნოთ. აქ მაქვს 8 გასაღები, 7 ამიხდა. ერთ ცალს ვიტოვებ, ახლა მივდივარ უკან დასაბრუნებლად. რომ ჩახვალთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ტაძარს. არ ვიცი ფსიქოლოგიურია, სასწაული ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მალე ამიხდა, თან გულით მინდოდა...“, - ამბობს გოგიაშვილი.
