პარიზში, რომის პაპის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო

რომის პაპი ლეო XIV

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. რომის პაპმა შეკრებილებს სიმამაცისა და რწმენისთვის მადლობა გადაუხადა.

„დაე, რწმენა თქვენში სავსე იყოს, რათა მათ, ვისაც შეხვდებით, შეძლონ წყურვილის მოკვლა“, - განაცხადა რომის პაპმა.

მედიის ცნობით, პაპი საფრანგეთში ოთხი დღის განმავლობაში დარჩება. მან ასევე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ჩაატარა საღამოს მსახურება.

რომის პაპი აპირებს ლურდის ღვთისმშობლის სახელობის საკურთხევლის მონახულებასაც და ქალაქ მეცში ევროკავშირის ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლას.

✕