„7 წლის ბავშვი ვენახში, მბრუნავ აპარატს შეეხო, რომელიც ტრაქტორზე იყო დამონტაჟებული...“ - როგორია მძიმედ დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

სასწრაფო

გორის მუნიციპალიტეტში, ვენახში, 7 წლის ბავშვი დაშავდა. დაშავებული გოგონა გუშინ „გორმედის“ კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა მალევე თბილისში ბავშვთა საავადმყოფოში გაგზავნეს. ამის შესახებ „ქართლის ამბები“ წერს.

„ვინაიდან ჩვენთან არ გვაქვს ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება, მდგომარეობიდან გამომდინარე თბილისში გადავიყვანეთ“ - ამბობენ კლინიკაში.

არსებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. წინასწარი ინფორმაციით, ის ვენახში მბრუნავ აპარატს შეეხო, რომელიც დამონტაჟებული იყო ტრაქტორზე.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო.

✕