7 დაავადება, რომელმაც გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

კლინიკა

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ყველაზე მაღალი წილი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებსა და სიმსივნეებზე მოდის - შესაბამისად, 37.7% და 15.5%.

სტატისტიკის მიხედვით, მიზეზები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავდება:

5 წლამდე ასაკში ჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები; 5-39 წლის ჯგუფში — ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზები; ხოლო 40 წლისა და უფროს ასაკში ძირითადად დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა გარდაცვალების ძირითადი მიზეზების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები — 16 711 გარდაცვლილი;

კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან — 9 389 გარდაცვლილი;

სიმსივნეები — 6 877 გარდაცვლილი;

სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები — 3 533 გარდაცვლილი;

ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი — 1 973 გარდაცვლილი;

საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები — 1 521 გარდაცვლილი;

ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები — 1 024 გარდაცვლილი.