5 წლის ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, რა დროსაც ბომბი ჩამოვარდა და მეტყველების უნარი დავკარგე - ილია ხუციშვილი

ომის შესახებ

გადაცემა „ღამის პრაიმ - ტაიმში“ აგვისტოს ომის შესახებ საკუთარ ისტორიას იხსენებს.

მისი თქმით, მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა ბომბი ჩამოაგდეს.

მისივე თქმით, შემთხვევის დროს დაიბნა, შეშინებული იყო და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, რამდენიმე კვირა კი ვერ ლაპარაკობდა.

„პირველი მოგონება არის მაგალითად ბომბის აფეთქება, სადღაც კილომეტრის დისტანციაზე ჩამოვარდა ბომბი, მოედანზე ვიყავი, მეგობრებს ველოდებოდი სათამაშოდ, ეს აფეთქება მოხდა. უცბად დავიბენი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მეშინოდა, მოვიფიქრე, რომ უბრალოდ სახლში წავსულიყავი და მერე ოჯახთან ერთად გავაანალიზე, რომ დაიწყო ომი. რთულია, იმიტომ რომ წუთი წლის ასაკში არ ხარ ინფორმირებული საეროდ რა არის ომი, რას უნდა ელოდო. როგორ აგიხსნათ, ამ ბომბის ჩამოვარდნის შემდეგ, როგორ აგიხსნათ, ფილმებში როგორც ხდება, წამიერად გონებას რომ კარგავ, აზრზე მოდიხარ და რაღაცნაირი  ხმა რომ გესმის, ზუსტად ეგრე მოხდა. სადღაც ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ ვერ ვმეტყველებდი, მერე პერიოდულად ვიწყებდი მეტყველებას, მერე ისევ  მექმნებოდა პრობლემები და ასე წლების განმავლობაში, აქამდე მოვედი“, - იხსენებს ილია ხუციშვილი გადაცემა, „ღამის პრაიმ-თაიმსში“